7-8 ოქტომბერს ხაშურის შემოვლითი გზის დასავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება
7-8 ოქტომბერს ხაშურის შემოვლითი გზის დასავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება
07 ოქტ, 2020 11:26:03

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ავტომაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის ახალ გახსნილ ავტობანზე (ქ. ხაშურის შემოვლითი საავტომობილო გზა) №5 (LS) ხიდის გახსნის ღონისძიებებისთვის, საჭიროა კოჭის ამწევი მექანიზმის გადაადგილება. რის გამოც, საერთაშორისო მნიშნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 120-ე კმ-ზე მდებარე აგარების სატრანსპორტო კვანძიდან 135-ე კმ-ზე მდებარე სურამის სატრანსპორტო კვანძამდე მონაკვეთის დასავლეთის მიმართულებაზე, 2020  წლის  7  ოქტომბრის  21:00  სთ-დან 8 ოქტომბრის  08:00  სთ-მდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, აღმოსავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა თავისუფალია.

დროის აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთის მიმართულებაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის ძველ საავტომობილო გზაზე,  ქ. ხაშურის გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: