ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
02 ოქტ, 2020 09:09:32

ხონის მუნიციპალიტეტში, ძეძილეთი-გორდი-ნოღის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და მდინარე ცხენისწყალზე და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული გზით, ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები უმოკლესი მანძილით დაუკავშირდება ერთმანეთს.

პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც, შემცირდება გადაადგილების დრო და მანძილი პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონის მიმართულებით, ხოლო პრომეთეს მღვიმედან 60 კმ-ის ნაცვლად ოკაცეს კანიონში მისვლა მხოლოდ 20 კმ-ის გავლით იქნება შესაძლებელი. პროექტი 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

პარალელურ რეჟიმი, ხონის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მათხოჯი-ხიდი-გორდა-კინჩხას გზის 14 კმ-იან (კმ1-კმ14) მონაკვეთზე პერიოდული შეკეთების სამუშაოებს ახორციელებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: