წყალტუბოში 9 აპრილის და დედა ენის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
წყალტუბოში 9 აპრილის და დედა ენის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
01 ოქტ, 2020 11:32:33

ქუთაისი(წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე 3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო  მონაკვეთი, ქ. წყალტუბოში გადის და 9 აპრილის და დედა ენის ქუჩების მონაკვეთს წარმოადგენს. აღნიშნული მონაკვეთი, ასევე ქ. წყალტუბოს შემოვლით გზად ითვლება.

არსებული გზის ასფალტ-ბეტონის საფარი მთლიანად ამორტიზირებული იყო, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებდა.

პროქტის შესაბამისად, გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები და მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. პროექტის დასრულების შემდეგ კომფორტული გახდება აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 899 900 ლარია. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: