შატილის მიმართულებით 54 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შატილის მიმართულებით 54 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
29 სექ, 2020 12:31:33

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მიმდინარე პროექტებს შორის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია შატილის მიმართულებით გზის რეკონსტრუქცია, რომელიც მთის გზების პროეტქის ფარგლებში, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი - ომალო - ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას   საავტომობილო გზის  მშენებლობის შემადგენელი ნაწილია. ბარისახო-შატილის მიმართულებაზე მთის გზების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაყოფილია 7 ლოტად (კმ52-კმ106). რომლის ფარგლებშიც რეაბილიტირდება 54 კმ. გზა, ჯამური ღირებულება 21 367 426 ლარია.

პროექტის მიზანია შატილამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდეს ბევრად უსაფრთხო, ვინაიდან არსებული გზა არის გრუნტის, ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები და 2 ავტომანქანისთვის გვერდის ავლა პრაქტიკულად შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ შატილის მიმართულებით, უკვე დასრულდა 18 კმ-იანი მონაკვეთის (კმ33-კმ51) რეაბილიტაცია. ასევე, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, აქტიურად მიმდინარეობს 16 კმ-იანი მონაკვეთის (კმ16-კმ32) რეაბილიტაცია.

საერთო ჯამში, შატილის მიმართულებით მიმდინარე 12 პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 86 კმ. გზა, აშენდება 17 ხიდი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 ხიდს. ამ პროექტების განხორციელებას 59 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შატილის მიმართულებით გაუმჯობესდება გზის პარამეტრები, გაფართოვდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ბაგიროვანი ზღუდარები და გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: