21-24 სექტემბერს 23:00სთ-დან 07:00სთ-მდე ზესტაფონში „ფეროს რელსებთან“ მოძრაობა შეიზღუდება
21-24 სექტემბერს 23:00სთ-დან 07:00სთ-მდე ზესტაფონში „ფეროს რელსებთან“ მოძრაობა შეიზღუდება
18 სექ, 2020 12:10:49

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 196-ე კმ-ზე (ე.წ. „ფეროს რელსებთან“), შპს „ბორანის“ მიერ მიმდინარე სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2020 წლის 15, 16, 17 და 18 სექტემბერი, თუმცა ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო, სამუშაოების დასრულება აღნიშნულ ვადაში ვერ მოესწრო და საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის განმეორებით ჩაკეტვა 2020 წლის 21, 22, 23 და 24 სექტემბერს, 23:00სთ-დან 07:00სთ-მდე, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში მსუბუქი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქ. ზესტაფონის გავლით. ხოლო, მაღალი ტვირთამწეობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ196 მონაკვეთზე, მესიგნალეების მეშვეობით, ცალმხრივად გავლის რეჟიმში.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გზის ჩაკეტვის ადგილები ღამის საათებში იქნება განათებული. ორგანიზაციის მიერ სამუშაო ობიექტზე, განთავსდება დროებითი მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები. ასევე, სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეც. ფორმით და ალმით სათანადოდ აღჭურვილი  თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: