6-8 სექტემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
6-8 სექტემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
05 სექ, 2020 12:35:14

2020 წლის 06, 07 და 08 სექტემბერს „ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილეობის მიზნით საქართველოში შემოყვანილი ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილდებას უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, რის გამოც ავტომაგისტრალზე მოძრაობა დღის განმავლობაში პერიოდულად შეიზღუდება. კერძოდ, ამერიკული სამხედრო ტექნიკით დაკომპლექტებული 9 სამხედრო კონვოი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება, რის გამოც სენაკიდან-თბილისის(ვაზიანი) მიმართულებით  მოძრაობა 06 და 08 სექტემბერს, 04:00 სთდან 12 სთ-ის განმავლობაში განხორციელდება დაბალი სიჩქარით, ხოლო 07 სექტემბერს 04:00 სთ-დან დაახლოებით 5 სთ-ის განმავლობაში. კანონის შესაბამისად, კოლონაში სხვა ავტოტრანსპორტის შესვლა აკრძალულია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: