თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე 21 -22 აგვისტოს მოძრაობა შეიზღუდება
თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე 21 -22 აგვისტოს მოძრაობა შეიზღუდება
21 აგვ, 2020 13:20:08

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარატმენტის ონფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის ქ.ხაშურის შემოვლითი საავტომობილო გზის გახსნის ღონისძიებებითვის საჭიროა საერთაშორისო მნიშნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ120 მონაკვეთზე, დასავლეთის მიმართულებაზე გზის  ჩაკეტვა 2020  წლის  21  აგვისტოს  23:00  სთ-დან 22  აგვისტოს  06:00  სთ-მდე.

დროის აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთის მიმართულებაზე მოძრავი სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ114 მონაკვეთზე არსებული ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-203) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 102 (ქარელის სატრანსპორტო კვანძი)-გომი-აგარა-თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 121 (აგარების სატრანსპორტო კვანძი) საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: