თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე 18 აგვისტოს 07:00 სთ-ის ნაცვლად მოძრაობა აკრძალულია 08:00 სთ-მდე
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე 18 აგვისტოს 07:00 სთ-ის ნაცვლად მოძრაობა აკრძალულია 08:00 სთ-მდე
18 აგვ, 2020 06:41:43

აღმოსავლეთ-დასავლეთის E-60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის ქ.ხაშურის შემოვლითი საავტომობილო გზის დასრულებისათვის საჭიროა საერთაშორისო მნიშნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ135 მონაკვეთზე მშენებარე სურამის სატრანსპორტო კვანძზე, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. რის გამოც, ზემოაღნიშნული საავტომობილო გზის კმ132-კმ137 მონაკვეთზე, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2020 წლის 18 აგვისტოს 07:00 სთ-ზე. თუმცა, სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე ნაცვლად 07:00 საათისა გადაიწევს 1 საათით და დასრულდება 08:00 საათზე. ამ პერიოდში იკრძალება ყველა სახისავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ჩაკეტვის პერიოდში, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტი გადაადგილდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ132 მონაკვეთიდან დაბა სურამში რუსთაველის ქუჩის გავლით კმ137 მონაკვეთამდე. დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტი გადაადგილდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ137 მონაკვეთიდან დაბა სურამში რუსთაველის ქუჩის გავლით კმ132 მონაკვეთამდე.

ჩაკეტვის პერიოდში, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდებქ საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: