12 და 13 აგვისტოს გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელეს კვანძამდე მოძრაობა შეიზღუდება
12 და 13 აგვისტოს გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელეს კვანძამდე მოძრაობა შეიზღუდება
12 აგვ, 2020 12:56:55

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის-სამტრედიის მონაკვეთის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების ლოტი №1 მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, „ბლექ სი გრუპის“ მიერ, დაგეგმილია ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა საავტომობილო გზის 700 მეტრიან მონაკვეთზე, რაც საჭიროებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ქუთაისის შემოვლით მონაკვეთზე, გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძამდე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვას 2020 წლის 12 აგვისტოს ღამის 23:00 სთ-დან 13 აგვისტოს დილის 06:00 სთ-მდე.

დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნიკეას ქუჩის გავლით თბილისის მიმართულებით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: