საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის-სამტრედიის მონაკვეთის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების ლოტი №1 მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, „ბლექ სი გრუპის“ მიერ, დაგეგმილია ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანა ჭიშურას ხიდზე, რაც საჭიროებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის ქუთაისის შემოვლით მონაკვეთზე, გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძამდე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვას 2020 წლის 10 აგვისტოს ღამის 00:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.