პიპილეთი-ცხმორი-ფსორი-ბაჯიხევის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
პიპილეთი-ცხმორი-ფსორი-ბაჯიხევის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
23 ივლ, 2020 11:18:19

მთავრობის განკარგულებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ადგილობრივი მნიშვნელობის პიპილეთი-ცხმორი-ფსორი-ბაჯიხევის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.  სარეაბილიტაციო გზა, ონის მინიციპალიტეტში მდებარეობს.

არსებული გზა ძლერ დაზიანებული და გრუნტის საფარით იყო წარმოდგენილი. ავტოტრანსპორტის უფსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის გზა სასწრაფოდ საჭიროებდა კაპიტალურ შეკეთებას. პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია 11.5 კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარის, სანიაღვრე სისტემისა და წყალგამტარი მილების მოწყობა, ასევე ხელოვური ნაგებობების რეაბილიტაცია.

პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 7 474 785 ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს გეგმება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: