22 ივლისს 12:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
22 ივლისს 12:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
20 ივლ, 2020 22:31:51

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 55-ე კმ-ზე, სავალი ნაწილის გაფართოვების მიზნით, დაგეგმილია კლდის ფერდის ჩამონგრევა (აფეთქება მცირე მუხტებით). სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2020 წლის 22 ივლისს, 12:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, პერიოდულად (დამოკიდებულია ჩამონაშალი მასის მოცულობაზე), საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: