ადიგენში მდ. ქვაბლიანზე ახალი ხიდი აშენდა
ადიგენში მდ. ქვაბლიანზე ახალი ხიდი აშენდა
17 ივლ, 2020 11:45:16

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ადიგენი-უდე-არალის საავტომობილო გზის 1 კმ-ზე, მდ. ქვაბლიანზე ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდა. ხიდის გამოცდისა და ტესტირების სამუშაოები დასრულდა და ახალ ხიდზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.

ახალი ხიდი ქ. ადიგენი მდებარეობს და ბათუმი-ახალციხისა და ადიგენი-უდე-არალის საავტომობილო გზებს ერთმანეთთან აკავშირებს.

არსებული ხიდი ვიწრო და დაზაინებული იყო, ხოლო მისი პარამეტრები ვერ აკმაყოფილებდა  სატრანსპორტო მოთხოვნებს. ასევე, დაზიანებული იყო ხიდთან მისასვლელი გზებიც, არ  გააჩნდა ტროტუარები, რაც ძალიან სახიფათოა როგორც ტრანსპორტის, ისე ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, აშენდა რკინა-ბეტონის ახალი ხიდი და  ხიდთან მისასვლელი გზები, რომლის საერთო სიგრძე 30.7 მ-ია.

მდ. ქვაბლიანზე აშენებული ახალი ხიდი ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 531 904 ლარი შეადგინა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: