07 და 08 ივლისს გორის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
07 და 08 ივლისს გორის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
05 ივლ, 2020 15:31:56
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ88 მონაკვეთზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით დაგეგმილია პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება. რის გამოც, 2020 წლის 7 ივლისის 08:00 სთ-დან 8 ივლისის 14:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 8 ივლისის 14:00 სთ-დან 9 ივლისის 20:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის  მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა და მისი გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ88 მონაკვეთზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით დაგეგმილია პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება. რის გამოც, 2020 წლის 7 ივლისის 08:00 სთ-დან 8 ივლისის 14:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 8 ივლისის 14:00 სთ-დან 9 ივლისის 20:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის  მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ88 მონაკვეთზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით დაგეგმილია პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება. რის გამოც, 2020 წლის 7 ივლისის 08:00 სთ-დან 8 ივლისის 14:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 8 ივლისის 14:00 სთ-დან 9 ივლისის 20:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის  მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა და მისი გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: