ქუთაისის შემოვლით მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

03 ივლ, 2020 11:00:01
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის ქუთაისის შემოვლით მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და განხორციელდება შემდეგნაირად: 
აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადი ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძით გადაადგილდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის კმ13 მონაკვეთამდე,  საიდანაც ნიკეას ქუჩის გავლით დაუკავშირდება გეგუთის სატრანსპორტო კვანძს. შემდგომ ცალმხრივად იმოძრავებს ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე და დაფნარის სატრანსპორტო კვანძის გავლით დაუკავშირდება ფოთის, ბათუმის, სარფის და სენაკი-ზუგდიდის მიმართულებებს;
გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ცალმხრივად - ორი სამოძრაო ზოლით;
დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადი გადაადგილდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის კმ37 მონაკვეთმდე და შემდგომ ბაშის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით დაუკავშირდება აღმოსავლეთის მიმართულებას.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: