გზების დეპარტამენტმა სამშენებლო კომპანიებს დაგეგმილი და მიმდინარე ტენდერები გააცნო
გზების დეპარტამენტმა სამშენებლო კომპანიებს დაგეგმილი და მიმდინარე ტენდერები გააცნო
30 ივნ, 2020 13:30:38

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სამშენებლო კომპანიებს, მიმდინარე და ივლისის თვეში გამოსაცხადებელი ტენდერები გააცნო. ტენდერების რაოდენობა 54-ს შეადგენს და მათი ჯამური საორიენტაციო ღირებულება 323 მილიონი ლარია. კომპანიებს საშუალება ჰქონდათ, წინასწარ გაცნობოდნენ პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას და სატენდერო პირობებს, რათა უკეთ შეძლონ მომზადება ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. 54 ტენდერიდან 16 მიმდინარეა, ხოლო 38 ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია ეტაპობრივად ივლისის ბოლომდე.

დაგეგმილ 38 ტენდერში შედის 26 სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ტენდერი 76 მილიონი ლარის ღირებულების და 12 სართაშორისო, საფინანსო ინსტიტუტების მიერ მხარდაჭერილი პროექტი - საორიენტაციო ღირებულებით 124 მილიონი ლარი.

მიმდინარე და დაგემილი ტენდერები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს როგორიცაა 11 გზის რეაბილიტაცია გურიაში, იმერეთში საჩხერე-ჭიათურის მიმართულებით 2 მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის 15 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია, ზომლეთი-ხიხაძირის გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას  გზის 20 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია.

„საშუალო აქტიურობა, თითოეულ ტენდერში  4-დან 5 კომპანიამდე დაფიქსირდა, რაც ბუნებრივია არის ძალიან კარგი მაჩვენებელი თუმცა, ვფიქრობთ, რომ კომპანიების ზრდასთან ერთად კონკურენციის ზრდა აქტუალური იქნება.

6 თვის მონაცემებით ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში დამტკიცებული 6 თვის გეგმა არა მხოლოდ შესრულდა, არამედ რეალურად გვაქვს იმის მოლოდინი რომ გადაჭარბებით იქნეს შესრლულებული, რაც რა თქმა უნდა ჩვენი აქ დამსწრე და სხვა კოლეგების ყველასი ერთად დიდი დამსახურებაა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 70 კმ. მაგისტრალური გზა, რომელუც მიმდინარე წელს გახსნება არის ნამდვილად უპრეცენდენტო მოვლენა.წარმოდგენილი გეგემების და უკვე მიღწეული შედეგების ფონზე, გავქვს იმის მოლოდინი რომ 2020 წლის დარჩენილი მეორე ნახევარი იქნება პირველზე კიდევ უფრო წარმატებული“- აღნიშნა შეხვედრაზე ირაკლი ქარსელაძემ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მესამე წელია, „ღია კარის დღეს“ ატარებს და კონტრაქტორებს წინასწარ აცნობს სატენდერო პროექტებს, რამაც ტენდერებში მეტი კომპანიების მონაწილეობა და შესაბამისად მეტი კონკურენცია უზრუნველყო. დეპარტამენტის მიზანია სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირავლე და ეფექტიანი გახდეს, დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: