24 ივნისს ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება
24 ივნისს ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება
23 ივნ, 2020 17:52:14

შპს „ჯავახავტოგზის“, მიერ, 2020 წლის 23 ივნისს, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ33-კმ66 მონაკვეთზე დაგეგმილი, ფერდობებიდან ლოდების ჩამოწმენდის სამუშაოები სრულად ვერ მოესწრო. რის გამოც აღნიშნული სამუშაოები კმ43-კმ66 მონაკვეთზე განხორციელდება 24 ივნისს. რის გამოც, სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე დღის განმავლობაში, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 20 წუთიანი ინტერვალებით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: