23 ივნისს ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება
23 ივნისს ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება
23 ივნ, 2020 00:19:12

შპს „ჯავახავტოგზა“, 2020 წლის 23 ივნისს გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ33-კმ66 მონაკვეთზე, ფერდობებიდან ლოდების ჩამოწმენდას მეკლდეურების მეშვეობით. სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთებზე დღის განმავლობაში, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 20 წუთიანი ინტერვალებით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

 

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: