კალა-უშგულის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
კალა-უშგულის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
08 ივნ, 2020 22:34:13

კალა-უშგულის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. რთული რელიეფის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ170-კმ198 (კალა-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი,  ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა საავტომობილო გზის კმ170-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე თავისუფალია. ხოლო, კმ186-კმ198 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, დასაშვებია ორი ან მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ170 (ზუგდიდი-კალა) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: