კახეთის რეგიონში საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი ინფრასტრუქტურა მოეწყო
კახეთის რეგიონში საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი ინფრასტრუქტურა მოეწყო
05 ივნ, 2020 10:02:58

საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დონის გასაუმჯობესებლად, კახეთის რეგიონში შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა. პროექტი, საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიით დაგეგმილი მიზნების და ღონისძიებების შესრულების ფარგლებში განხორციელდა.   

საგზო უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი ინფრასტრუქტურა ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 მონაკვეთზე მოეწყო. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და ყვარელი-ყვარლის ტბის, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის და ყვარელი-მუკუზანის, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და ყვარელი-მუკუზანის და თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და თელავი  შაქრიანის გზების შერწყმისა და განშტოების ადგილებზე, არსებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად დამატებითი ღონისძიებები განხორციელდა. მოეწო წრიული მოძრაობები, უსაფრთხოების კუნძულები, საგზაო ნიშნები, საგზაო მონიშვნები, ბოძკინტები, მოციმციმე შუქურები, ვიბრო ხმაურიანი ზოლები, გარე განათების ქსელი და სრულად განახლდა ასფალტ-ბეტონის საფარი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 2 110 000 ლარი შეადგინა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: