ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე განახლდება
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გაწმენდითი სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე განახლდება
23 მაი, 2020 17:51:16

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დაიწყო. 05 მაისს, ზვავის ჩამოწოლოს გამო, სამუშაოები შეჩერდა.

ამ ეტაპზე, მეწყრისა და ზვავსაშიშროების გამო, გზის გაწმედნითი სამუშაოები დროებით შეჩერებულია. კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ, უკვე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და სამუშაოები ზვავსაშიშროების მოხსნისა და მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე განახლდება.

აღსანიშნავია, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა უკვე გაწმენდილია 45 კმ-მდე, მათ შორის 22-ე კმ-ზე დამეწყრილი მონაკვეთი. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა ჯამში 72 კილომეტრია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: