14 მაისს ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ24 მონაკვეთზე მდებარე საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
14 მაისს ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ24 მონაკვეთზე მდებარე საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
13 მაი, 2020 15:56:31

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ24 მონაკვეთზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, 2020 წლის 14 მაისს 11:00სთ-დან 15:00სთ-მდე, შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ, ჯერ ერთ შემდეგ მეორე მხარეს.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: