7 და 8 მაისს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდება
7 და 8 მაისს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდება
01 მაი, 2020 22:38:47

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ელექტრო გადამცემი ხაზის ,,ქართლი-2“-ის  სარემონტო სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია მეხდამცავი გვარლის შეცვლა. აღნიშნული სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა 2020 წლის 7 და 8 მაისს, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ62 მონაკვეთზე (სოფ. რენე) საავტომობილო მოძრაობის პერიოდული შეჩერება შემდეგნაირად:

  • 7 მაისს 08:00 სთ-დან 07:15 სთ-მდე, (15 წუთით) და 07:45 სთ-დან 08:00 სთ-მდე, (20 წუთით) კმ62 მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობის შეჩერდება ორივე მიმართლებით;
  • 8 მაისს 07:00 სთ-დან 07:20 სთ-მდე, (20 წუთით) და 07:40 სთ-დან 08:00 სთ-მდე, (20 წუთით) კმ62 მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობის შეჩერდება ორივე მიმართლებით;
7 მაისს 11:00 სთ-დან 11:15 სთ-მდე, (15 წუთით) და 15:00 სთ-დან 15:20 სთ-მდე, (20 წუთით) კმ62 მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობის გაჩერება ორივე მიმართლებით;
8 მაისს 11:00 სთ-დან 11:15 სთ-მდე, (15 წუთით) და 15:00 სთ-დან 15:20 სთ-მდე, (20 წუთით) კმ62 მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობის გაჩერება ორივე მიმართლებით

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: