ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა
ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა
11 აპრ, 2020 10:49:14

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო - ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში, დაინტერესებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებები გაიხსნა. სატენდერო წინადადებ 7-მა პრეტენდენტმა წარმოადგინა. შემდეგ ეტაპზე წარმოდგენილი წინადადებების შერჩევა-შეფასება მოხდება.

ახალი ტენდერი 2 ნაწილად გამოცხადდა. პროექტის დიდი ნაწილი კვლავ ქუვეითის ფონდის მიერ დაფინანსდება, ხოლო  5 კმ-იან მონაკვეთს სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს. ბიუჯეტიდან დაფინანსებულ მონაკვეთზე სატენდერო წინადადებები 11 მაისს გაიხსნება.

პროექტის ფარგლებში, ჯამში რეაბილიტირდება  47 კილომეტრიანი გზა და 7 ხიდი, დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.

პროექტი განხორციელების შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზრდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალი შესაძლებლობებს გაუჩენს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: