სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
27 მარ, 2020 11:23:59

საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი (კმ6-კმ14) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი გურიის რეგიონში მდებარეობს. საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზამოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, ამ გზით ხორციელდება ქვეყანაში შემოსული ძირითადი სატრანზიტო გადაზიდვები, შესაბამისად ამ მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის  მოწესრიგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, გზის საფარი დაზინებული იყო და სასწრაფოდ საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას. რეაბილიტაციის პროექტით, გათვალისწინებულია, მიწის სამუშაოები, გზის სავალი ნაწილის ფრეზირება და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა. განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლის სამუშაოები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება  5 197 808 ლარია, სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: