ქ. ლანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
ქ. ლანჩხუთში აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
25 მარ, 2020 11:30:53

საავტომობილო გზების დეპარატამენტი, ქალაქ ლანჩხუთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის 1.8 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

დავით აღმაშენებლის ქუჩა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იწყება, მიდის ქალაქის გარეუბნამდე და უერთდება სამტრედია-გრიგოლეთის მშენებარე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სატრანსპორტო კვანძის წრიული მოძრაობის მოედანს.

არსებული გზა ძლიერ დაზიანებული და ფაქტობრივად ამორტიზებული იყო. პრობლემის მოსაგვარებლად, რეაბილიტაციის პროექტით განხორციელდება მიწის ვაკისისა და სავალი ნაწილის გაფართოება-რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რაბილიტაცია და ახლის მოწყობა; გათვალისწინებულია მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების აღდგენა-მოწყობა; ტროტუარების, ლითონის მოაჯირების,  ბეტონის კიუვეტებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები; დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, რაც ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო მოძრაობას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.  

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 2 943 775 ლარია. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: