მესტიამდე მისასვლელ გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმი მოიხსნა
მესტიამდე მისასვლელ გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმი მოიხსნა
01 მარ, 2020 17:41:34

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მესტიამდე მისასვლელ გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის  ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმი მიხსნა. შეზღუდვა რჩება შემდეგ მონაკვეთებზე: დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ამავე გზის კმ141-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: