ფარავნის უღელტეხილზე 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე მოძრაობა აკრძალულია
ფარავნის უღელტეხილზე 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე მოძრაობა აკრძალულია
17 თებ, 2020 15:34:48

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ105 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია 20:00 სთ-დან  08:00 სთ-მდე, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში თავისუფალია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის  მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: