ალპანა-ცაგერის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ალპანა-ცაგერის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
17 თებ, 2020 11:04:36

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად,  ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ამ დროისთვის, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე,  აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: