გომი-ჭიათურას მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
გომი-ჭიათურას მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
15 თებ, 2020 15:55:25

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომი-ჭიათურას მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შეზღუდვა რჩება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ66-კმ107 (ჭიათურა-ზესტაფონი) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: