განცხადება საინფორმაციო შეხვედრის შესახებ
განცხადება საინფორმაციო შეხვედრის შესახებ
14 თებ, 2020 12:05:15

2020 წლის 24 თებერვალს 12:00 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლის შენობაში (მისამართი სოფელი საგურამო №1 ქუჩა №20 შენობა)   ხოლო, 2020 წლის 25 თებერვალს 11:00 საათზე  დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში (მის. რუსთაველის ქუჩა N27) და  2020 წლის 25 თებერვალს 15:00 საათზე  დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭოპორტის  კულტურის სახლში,   საქართველოს გზების დეპარტამენტის მიერ გაიმართება, E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნატახტარი-რუსთავის (თბილისის შემოვლითი გზა),  ნატახტარი - ჟინვალის მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების ეტაპზე პროექტის არეალში მოხვედრილი ადგილობრივი მოსახელობასთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან საჯარო შეხვედრა.

შეხვედრის მიზანია დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება. საინფორმაციო შეხვედრის დროს საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენელები და პროექტის მომზადების ეტაპზე ჩართული ექსპერტები დამსწრე საზოგადოებას მიაწვდიან მოკლე ინფორმაციას დაგეგმილი პროექტის, მისი ადგილმდებარეობის, მიმდინარე და ჩასატარებელი კვლევების შესახებ. პრეზენტაცია ასევე გამოკვეთს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პროცედურების შესაბამისად გარემოსდაცვითი შეფასების საჭიროებისა და სოციალურ და განსახლების საკითხებზე მოსახლეობის პროცესში ჩართულობის აუცილებლობაზე.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: