ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
08 თებ, 2020 09:12:49

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (თოვლი, ქარბუქი და ცუდი ხილვადობა) საერთაშორისო მნიშვნელობის  ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე,  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: