ლენტეხი-მელეს მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
ლენტეხი-მელეს მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
05 თებ, 2020 09:40:25

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ126-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ამავე საავტომობილო გზის კმ89-კმ126 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.      

საავტომობილო გზის  კმ1-კმ89 (წყალტუბოს გადასახვევი-ლენტეხი) მონაკვეთებზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.    

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: