ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის კმ75-კმ126 მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის კმ75-კმ126 მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
31 იან, 2020 14:15:38

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ126-კმ157 მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ამავე საავტომობილო გზის კმ75-კმ126 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.      

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე  ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.     

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: