ქ. ფოთში მდ. რიონზე ახალი ხიდი აშენდება
ქ. ფოთში მდ. რიონზე ახალი ხიდი აშენდება
28 იან, 2020 11:56:32

ქ. ფოთში, მდ. რიონზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობისთვის  გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში, დაინტერესებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინანდადებები გაიხსნა. სატენდერო წინადადება 12-მა კომპანიამ წარმოადგინა. შემდეგ ეტაპზე წარმოდგენილი წინადადებების შერჩევა-შეფასება მოხდება.

მდინარე რიონზე დაგეგმილი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების სიგრძე ჯამში 2 კმ-მდე იქნება. ხიდის სიგრძე კი 432 მეტრს შეადგენს.

ამჟამად არსებული გზა გადის ჰიდროკვანძზე, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ აკმაყოფილებს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას. ახალი ფოლად-რკინა-ბეტონის 8 მალიანი ხიდის მშენებლობა მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

ფოთის ხიდი, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. მაგისტრალის ფიზიკური მდებარეობა უზრულველყოფს, რომ ის გახდეს ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: