ანონსი
ანონსი
15 იან, 2020 17:06:17

ხვალ, 16 იანვარს, 12:00 საათზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რიკოთის საუღელტეხილო გზის, შორაპანი არგვეთას მონაკვეთის (F4) მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ერთობლივ საწარმოსთან “Guizhou Highway Engineering Group” და China National Technical Import and Export Corporation“- სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, თავმჯდომარის მოადგილეები, კომპანია “Guizhou Highway Engineering Group”-ის გენერალური მენეჯერის მოადგილე მუ ჟინვეი და hina National Technical Import and Export Corporation“-ის მარკეტინგის დეპარტამენტის გენერალური მენეჯერის მოადგილე იანგ ბინგი.

 

მისამართი: თბილისი, ალ.ყაზბეგის  N12 (მე-2 სართ, მცირე საკონფერენციო დარბაზი)

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: