რკინიგზის ხიდიდან ჭიშურას ხიდის მიმართულებით 08-09 დეკემბერს მოძრაობა შეიზღუდება
რკინიგზის ხიდიდან ჭიშურას ხიდის მიმართულებით 08-09 დეკემბერს მოძრაობა შეიზღუდება
06 დეკ, 2019 21:49:01

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის II ლოტის მშენებლობის ფარგლებში,  საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ223 მონაკვეთზე მდებარე რკინიგზის ხიდიდან ჭიშურას ხიდის მიმართულებით ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანის გამო, 2019 წლის 08 დეკემბრის 22:00 სთ-დან 09 დეკემბრის 05:00 სთ-მდე  იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)- ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: