ღვთაების მონასტრამდე მისვლა განახლებული გზით იქნება შესაძლებელი
ღვთაების მონასტრამდე მისვლა განახლებული გზით იქნება შესაძლებელი
25 ნოე, 2019 12:28:50

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა და 7 კმ-ზე სარეაბილიტაციო სამუშაოები  გრძელდება. პროექტი 2 მონაკვეთად არის დაყოფილი და ჯამში 13 კმ-მდე გზა რეაბილიტირდება.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებული და ერთ დროს კაპიტალური საფარის მქონე გზა მთლიანად მწყობრიდან იყო გამოსული, რაც გზით მოსარგებლეების გადაადგილებას აფერხებდა.

პროექტის ფარგლებში გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. ეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, კიუვეტები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ავტოპავილიონები და ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, რეაბილიტაცია უტარდება მონაკვეთზე არსებულ ხიდს. ასევე, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლა და საგზაო ნიშნების მოწყობა, მიმდინარეობს რეაბილიტირებული გზის მონიშვნის სამუშაოები.

ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სამონასტრო კომპლექსის მომლოცველები სარგებლობენ. მონასტრამდე მისასვლელი გზის გამართულად ფუნქციონირება ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. ორივე მონაკევთის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ღვთაების მონასტრამდე მისვლა უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება ჯამში 7 531 227 ლარია.

სამუშაოები 2018 წლის აპრილში დაიწყო და მეორე მონაკვეთის რეაბილიტაცია 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: