ვერონა-შუამთის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები
ვერონა-შუამთის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები
21 ნოე, 2019 20:15:57
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი და ლიპყინული) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ37-კმ55 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტერაქტიული რუკა