სოფელ ნაფეტვრებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
სოფელ ნაფეტვრებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
21 ნოე, 2019 10:43:58

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნაფეტვრების ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტირებული მონაკვეთი ქ. თბილისიდან იწყება და სოფ. ნაფეტვრების აგარაკებამდე მიდის.

ნაფეტვრებთან მისასვლელი გზა ძლიერ დაზიანებული და გრუნტოვანი იყო, დამსვენებლებს და ადგილობრივ მოსახლეობას წლებია უგზოობის პრობლემა აწუხებდა. პრობლემის მოსაგვარებლად,  სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4.6 კმ-იან გზას. განახლდა ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. განხორციელდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და განთავდა საგზაო ნიშნები.

ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა, ნაფეტვრების განვითარებას და ამ მიმართულებით მგზავრების კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2 490 000 ლარი შეადგინა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: