სამშენებლო სამუშაოების გამო ბაღდათის სატრანსპორტო კვანძის პანდუსები ჩაიკეტება
სამშენებლო სამუშაოების გამო ბაღდათის სატრანსპორტო კვანძის პანდუსები ჩაიკეტება
14 ნოე, 2019 14:45:52

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოების წარმოების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 223-ე კმ-ზე არსებული ბაღდათის სატრანსპორტო კვანძის პანდუსები ჩაიკეტება. აღნიშნული სამუშაოების გამო დაწესდა დამატებითი საგზაო მოძრაობის დროებითი ორგანიზაციის შესაბამისი ღონისძიებები, საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის დასარეგულირებლად. საუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

გადაკეტვის/გადართვის (შეზღუდვის) ადგილები ღამის საათებში განათდება და მშენებლი ორგანზაცია შესასვლელ-გამოსავლელში  მოძრაობის რეაგულირებას უზრუნველყოფს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: