09 ნოემბერს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები დაწესდება
09 ნოემბერს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე შეზღუდვები დაწესდება
08 ნოე, 2019 19:17:57

2019 წლის 9 ნოემბერს, დღესასწაულ „ჭიათურობა 2019“-თან დაკაშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილია ღონისძიებების გამართვა. რის გამოც, 2019 წლის 8 ნოემბერს 00:00სთ-დან 2019 წლის 9 ნოემბრის 00:00სთ-მდე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ68 მონაკვეთზე (ნინოშვილის ქუჩა, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან სსიპ ჭიათურის №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიამდე), ნაწილობრივ, სავალი ნაწილის ერთ სამოძრაო ზოლზე, შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს საპატრულო პოლიციის უშუალო   ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: