მდ. ქსანზე ხიდის მშენებლობის გამო სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება
მდ. ქსანზე ხიდის მშენებლობის გამო სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება
01 ნოე, 2019 14:41:06

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 ნოემბრიდან, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე, მდ. ქსანზე, სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების წარმოების გამო,  ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად განხორციელდება თბილისი-სანაკის მიმართულებაზე. სამუშაოთა წარმოების პერიოდი, დაწყებიდან 19 თვის ვადით არის განსაზღვრული.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: