მარნეული-თეთრიწყარო-წალკის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მარნეული-თეთრიწყარო-წალკის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
02 ოქტ, 2019 15:09:56

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის, ალექსეევკა-მენკალისას 6.8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, სანიაღვრე არხების, ხელოვნური ნაგებობების და ავტოპავილიონების მოწყობა ხორციელდება.

პროექტის ღირებულება 3.8 მილიონი ლარია და სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

სამუშაოები მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის III პროექტის (SLRP III) ფარგლებში განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ გზაზე, უკვე დასრულდა მარნეული-ხაიშის დამაკავშირებელი 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: