მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე 15 ოქტომბრამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე 15 ოქტომბრამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
19 სექ, 2019 12:59:14

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შპს „ერ ტე დე“-ს მიერ მიმდინარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის  (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ20-კმ29 მონაკვეთზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები (სავალი ნაწილის დროებით შევიწროვება ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს). რის გამოც, 2019 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით, საჭიროა ზემოაღნიშნული საავტომობილო გზის კმ20-კმ29 მონაკვეთზე, სავალი ნაწილის დროებით შევიწროვება ჯერ ერთ შემდეგ მეორე მხარეს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზომების გატარება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: