მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე 15 ოქტომბრამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე 15 ოქტომბრამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
19 სექ, 2019 12:59:14
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შპს „ერ ტე დე“-ს მიერ მიმდინარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ20-კმ29 მონაკვეთზე პერიოდული შეკეთების სამუშაოები (სავალი ნაწილის დროებით შევიწროვება ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს). რის გამოც, 2019 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით, საჭიროა ზემოაღნიშნული საავტომობილო გზის კმ20-კმ29 მონაკვეთზე, სავალი ნაწილის დროებით შევიწროვება ჯერ ერთ შემდეგ მეორე მხარეს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზომების გატარება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ინტერაქტიული რუკა