პანტიანი-მანგლისის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
პანტიანი-მანგლისის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
16 სექ, 2019 11:15:51
“Universal Studio”-ს მიერ მიმდინარე ფილმ „ფორსაჟის“ (Fast & Furious) მე-9 სერიის გადაღების ფარგლებში საჭიროა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზის კმ4-კმ7 მონაკვეთის დროებითი ჩაკეტვა, 2019 წლის 18 და 19 სექტემბერს, 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ინტერაქტიული რუკა