ქობულეთის შემოვლით გზაზე გარე განათების სამუშაოები 15 დეკემბრამდე გაგრძელდება
ქობულეთის შემოვლით გზაზე გარე განათების სამუშაოები 15 დეკემბრამდე გაგრძელდება
12 სექ, 2019 15:22:27

2019 წლის 18 სექტემბრამდე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, კომპანია “Sinohydro Corporation limited”-ის და მისი ქვეკონტრაქტორი შპს „ჯავას“ მიერ დაგეგმილი იყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის არსებულ კმ12+400-კმ31+259 (საპროექტო კმ0+000-კმ17+964, ლოტი 2) მონაკვეთზე, გარე განათების მოწყობის სამუშაოების განხორციელება. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, სამუშაოების შემსრულებელმა ორგანიზაციამ ვერ უზრუნველყო დაგეგმილ პერიოდში აღნიშნული სამუშაოების ჩატარება. რის გამოც, სამუშაოები ჩატარდება 2019 წლის 15 დეკემბრამდე. დროის აღნიშნულ პერიოდში, საჭიროა საავტომობილო გზის მონაკვეთებზე სავალი ნაწილის დროებით შევიწროვება ერთ მხარეს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზომების გატარება.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, სამუშაოთა წარმოების ადგილი ღამის საათებში იქნება განათებული და საავტომობილო გზის მონაკვეთზე განთავსდება მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები. ასევე, სამუშაოთა წარმოების და შეზღუდვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეც. ფორმით და ალმით სათანადოდ აღჭურვილი  თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობის ინტენსიურობის გაზრდის და საცობის წარმოქმნის შემთხვევაში შეწყვეტილ იქნება სამუშაოები. სამუშაოების დაწყების და დასრულების შესახებ წინასწარ ეცნობება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სამორიგეო ნაწილს.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: