ანონსი
ანონსი
04 სექ, 2019 16:57:29
ხვალ, 5 სექტემბერს, 10:00 საათზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “China Railway Tunnel Group Co”- სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდება.
ღონისძიებაში მონაწილეობენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, თავმჯდომარის მოადგილეები, კომპანია “China Railway Tunnel Group Co”-ის ვიცე პრეზიდენტი ზაო იულიანგი და საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ზაი ფეიფეი.
მისამართი: თბილისი, ალ.ყაზბეგის N12 (მე-2 სართ, მცირე საკონფერენციო დარბაზი)
ინტერაქტიული რუკა