საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ლენტეხისა და მესტიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ლენტეხისა და მესტიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
30 აგვ, 2019 10:32:23

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე, 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი.  

სარეაბილიტაციო მონაკვეთი, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი  მესტია-კალა-უშგული-ლასდილი-ლენტეხის 52 კმ-იანი გზის ნაწილია. ლენტეხი-ლასდილის მონაკვეთზე დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების რაოდენობა შეადგენს  3 ობიექტს, რომლის ჯამური საორიენტაციო ღირებულება 62 790 300 ლარია, ხოლო მესტია-კალა-უშგულის მონაკვეთზე დაგეგმილია 3 პროექტის განხორციელება, რომლის ჯამური საორიენტაციო ღირებულება 33 822 600 ლარია.

მესტიისა და ლენტეხის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ზაგარის უღელტეხილზე უერთდება ერთმანეთს, რაჭა-ლეჩხუმის,  ქვედა სვანეთისა და ზემო სვანეთის დამაკავშირებელ უმოკლეს გზას წარმაოდგენს. ბოლო პერიოდში, ამ მარშრუტმა დიდი მნიშვნელობა შეიძინა ადგილობრივი და განსაკუთრებით უცხოელი ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო.

დღევანდელი მდგომარეობით, არსებული საავტომობილო გზა პრაქტიკულად ამორტიზებულია, გზის სიგანე შევიწროებულია და სავალი ნაწილი ძლიერ დაორმოებული, არსებული ხელოვნური ნაგებობები კი პრაქტიკულად დანგრეულია. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, გზის რეაბილიტაციის პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება, არსებული ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია, პარამეტრების გაუმჯობესება და მოძრაობის უსაფრთხოებისთვის გზის თანამედროვე ელემენტებით აღჭურვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ რეგიონების ეკონომიკური, ტურისტული და საკურორტო პოტენციალის სრულად გამოყენებას. პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება სოფ. უშგულამდე და მესტიამდე მგზავრობის დრო.

2020-2022 წლებში ეტაპობრიბად იქნება დასრულებული ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი სავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომლის ჯამური საორეინტაციო ღირებულება 100 000 000 ლარამდეა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: